Electric artist brings Georgian childhood into her music
Georgia
May 17, 2021
Story & photography: Tako Robakidze
I.c.w. Are We Europe
According to Chkheidze, each person who wants to open the way to their inner feelings has a great amount of kindness, love and interest in life. “Music is freedom for someone like me,” she says. “Many things were restricting me from inside. I had many complexes and music set me free. I found my passion. That is simply happiness.”
Chkheidze was raised by her grandmother in Kharagauli, a small town in the Imereti region of
Western Georgia. Her earliest connections with music are rooted here, as she attended folk choir and classical music lessons. She started composing melodies when she was four years old and piano lessons at five, though she didn’t like learning notes and theory. At her Georgian Orthodox school, she learnt to chant in a polyphonic choir. This, she believes, is where her love of music and her sense of harmony was awakened. You can feel it in her music today.
Her first encounter with electronic music and DJing music was through dance. When she was
selecting music for her dance group, she found that she didn’t like dancing just to a rhythm, but needed to feel the emotion. So she tried to find music that cultivated feelings and started stitching music together.
When she finished school, she left all of this behind – piano, music, folklore, choir, dancing. She worked hard for university, but realised it was not for her. Yet, she doesn’t think hard work is ever in vain. “Even when you realize that what you are working for is not what you want to do in the future,” she explains. “I studied a lot for the university and then I understood that I would do even more for what I really love.“
Soon she joined Creative Education Studio (CES), an experimental school for sound, audio, and design in Tbilisi. When CES created its label, nine girls were selected for their first compilation and Chkheidze was among them.
In her first album, she explored music “from within”. Now she wants to work in many genres. She believes that in the beginning, you learn the rules and framework so later you break this frame yourself, according to your passions and creativity.
In Tbilisi, techno music is popular and almost everyone is interested in dance music. For Chkheidze, techno wasn’t the starting point: “For me the starting point lies in my delightful childhood, nature, where I was raised, the folk music classes, piano and choir. I want to swim in many different genres, to experiment, make many mistakes and with these mistakes learn more.” She wants to work with acoustic instruments. Her dream was to work with a choir – and now she’s working with the Gori women's choir. Her future plans are to learn more about electro-acoustic music and make new discoveries.
When she works on music, she does not think about the listeners. Chkheidze does not believe in art that is adapted to something or someone. “Music foresights you from inside out. It shows what you believe in, about what you really think. Honest work will always find its way. It’s important to let out sincerity and it will definitely reach someone.”
Translated by Tako Robakidze
ხელოვანი თავის მუსიკაში საქართველოში გატარებულ ბავშვობას აქსოვს
თაკო რობაქიძე
ანუშკა ჩხეიძე ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია. ის სხვადასხვა ჟანრისა და გავლენის გაერთიანების გარდა საკუთარ, ავთენტურ მუსიკასაც ქმნის. მან ჩაწერა ორი ალბომი. პირველი – "Halfie" წარდგენილი იყო IMPALA- ს წლის ევროპის დამოუკიდებელი ალბომის პრემიაზე, "Move 20-21" კი მისი ცხოვრებისეული გამოცდილების კულმინაციადაა მიჩნეული.
ანუშკას თქმით, თითოეულ ადამიანში, რომელსაც სურს გზა გაუხსნას შინაგან სამყაროს, არის ძალიან დიდი სიკეთე და სიყვარული, ინტერესი ცხოვრების მიმართ. ”მუსიკა თავისუფლებაა ჩემნაირი ადამიანისთვის”, – ამბობს ის. ”ბევრი რამე მბოჭავდა შიგნიდან. ბევრი კომპლექსი მქონდა და მუსიკამ გამათავისუფლა. ჩემი მისწრაფება ვიპოვე. ეს დიდი ბედნიერებაა. ” ჩხეიძე ბებიასთან იზრდებოდა ხარაგაულში, იმერეთის რეგიონში. მისი ადრეული კავშირი მუსიკასთან სწორედ აქ იღებს სათავეს, რადგან პირველად აქ დაიწყო ხალხურ გუნდში სიმღერა და კლასიკური მუსიკის შესწავლა. მელოდიების შექმნა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, ფორტეპიანოზე დაკვრა ხუთი წლისამ, თუმცა ნოტებისა და თეორიის
სწავლა არ უყვარდა. სასულიერო სკოლაში მან ისწავლა გალობა. სჯერა, რომ სწორედ აქ გაიღვიძა მასში მუსიკის სიყვარულმა და ჰარმონიის შეგრძნებამ. დღეს ეს ყველაფერი მის შემოქმედებაში იგრძნობა.
მისი პირველი შეხება ელექტრონულ მუსიკასთან და დიჯეობასთან ცეკვის საშუალებით მოხდა. თავისი საცეკვაო ჯგუფისთვის მუსიკის არჩევისას მიხვდა, რომ რითმის გარდა ემოცია სჭირდებოდა. მან ისეთი მუსიკის პოვნა სცადა, რომელიც გრძნობებს აღვივებდა და დაიწყო სხვადასხვა მუსიკის ერთმანეთთან შერწყმა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან ყველაფერი უკან მოიტოვა – ფორტეპიანო, მუსიკა, ფოლკლორი, გუნდი, ცეკვა. ის შრომობდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისთვის არ იყო. მიუხედავად ამისა, იგი არ ფიქრობს, რომ დაუზოგავი შრომა უშედეგოა ”მაშინაც კი, როცა ხვდები, რომ ის, რისთვისაც შრომობ, არ არის ის, რისი კეთებაც გსურს მომავალში”, – განმარტავს იგი.” უნივერსიტეტში ბევრს ვსწავლობდი და შემდეგ მივხვდი, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებდი
იმისთვის, რაც ნამდვილად მიყვარს.”
მალე ის შეუერთდა კრეატიული განათლების სტუდიას (CES), აუდიო-ვიდეო, დიზაინის და მუსიკის ექპერიმენტულ სკოლას. CES– ის ლეიბლის შექმნისას პირველი კომპილაციისვის ცხრა გოგო შეირჩა, მათ შორის ანუშკა. თავის პირველ ალბომში მან შეისწავლა მუსიკა "შიგნიდან". ახლა მას სურს სხვადასხვა ჟანრში მუშაობა. მისი აზრით, თავდაპირველად, სწავლობ წესებს, რათა მოგვიანებით
თავად დაარღვიო ისინი, საკუთარი მისწრაფებებისა და შემოქმედების შესაბამისად. თბილისში პოპულარულია ტექნო მუსიკა, თითქმის ყველას აინტერესებს საცეკვაო მუსიკა. ჩხეიძისთვის ტექნო არ ყოფილა ამოსავალი წერტილი: ”ჩემთვის ამოსავალია ჩემი ლაღი ბავშვობა, ბუნება, სადაც მე გავიზარდე, ხალხური მუსიკის გაკვეთილები, ფორტეპიანო და გუნდი. მსურს სხვადასხვა ჟანრში ცურვა, ექსპერიმენტების ჩატარება, შეცდომების დაშვება და ამ შეცდომების მეშვეობით უფრო მეტი რამის სწავლა. ”
მას სურს მუშაობა აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან. მისი ოცნება იყო გუნდთან მუშაობა – და ახლა ის გორის ქალთა გუნდთან მუშაობს. მისი სამომავლო გეგმებია მეტი ისწავლოს ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის შესახებ და ახალი აღმოჩენები
გააკეთოს. როდესაც ის მუსიკას ქმნის, მსმენელებზე არ ფიქრობს. ჩხეიძეს არ სჯერა ხელოვნების,
რომელიც ან ვინმეზე ან რამეზეა მორგებული. ”მუსიკა გჭვრეტს შიგნიდან. ის
აჩვენებს, რისი გჯერა, რას ფიქრობ სინამდვილეში. გულწრფელი შრომა ყოველთვის
იპოვის თავის გზას. მნიშვნელოვანია შიგნიდან გამოუშვა ნამდვილი გრძნობები და
შენი მუსიკა აუცილებლად მიაღწევს ვინმეს."